
დამატებითი ინფორმაცია:
სახელმძღვანელო მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური
კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში. (“დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები” N FR-18-1887)
რედაქტორი: ნათია ნაცვლიშვილი
რეცენზენტი: თამარ ტალიაშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა: თამარ სტეფნაძე
ინფორმირებული მოქალაქეების აღზრდა დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზაზე აუცილებელი, თუმცა, არასაკმარისი პირობაა იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს ყოველდღიური დემოკრატიის პრაქტიკის განვითარება და არა მხოლოდ მასზე საუბარი, საჭიროა მოსწავლეთა სამოქალაქო კომპეტენციებით აღჭურვა, რაც დღესდღეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აქტუალურ და უალტერნატივო მიზანს წარმოადგენს.
ამ თვალსაზრისით, წინამდებარე სახელმძღვანელო სერიოზულ დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ მოქმედ პედაგოგებს, არამედ მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებს და, ზოგადად, განათლების საკითხებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.
სახელმძღვანელოში განხილულია მოქალაქეობრივი განათლების თანამედროვე კონცეფციები და მოდელები, ამასთანავე პედაგოგიური
მიდგომები და პრაქტიკაში მათი დანერგვის ინოვაციური სტრატეგიები, რეკომენდაციები და ალტერნატივები.