დამატებითი ინფორმაცია:
ნაშრომში საუბარია კოლხეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი ძვ.წ. V-I სს-ის ძეგლების, კერძოდ კი ნამოსახლარებისა და სამაროვნების შესახებ, რომლებიც დაჯგუფებულია ტერიტორიალური და ქრონოლოგიური პრინციპით და მიღებული მონაცემები დატანილია რუკებზე. ქვედა ქრონოლოგიურ ზღვრად აღებულია ძვ.წ. V ს-ის დასაწყისი, როგორც ძველი კოლხეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი: წარჩინებულთა მდიდრულ სამარხებში დაკრძალვა და ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ფულის, როგორც ადგილობრივის, ასევე უცხოურის მიმოქცევაში შემოსვლა.
სარჩევი
შესავალი — ძვ.წ. V-I სს-ის კოლხეთის არქეოლოგიური რუკისათვის წყაროების მოგროვებისა და წარმოჩენის პრინციპები — ძვ.წ. V-I სს-ის კოლხეთის ნამოსახლარები და სამაროვნები: — I. სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთი — II. კოლხეთის ცენტრალური სანაპირო ზოლი — III. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთი — IV. ცენტრალური კოლხეთი, მდ. რიონის სამხრეთით — V. ცენტრალური კოლხეთი, მდ. რიონის ჩრდილოეთით — VI. აღმოსავლეთ კოლხეთი — VII. ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლხეთი — VIII. კოლხეთის მთიანი ზოლი — დასკვნა — გამოყენებული ლიტერატურა — ტაბულებისა და რუკების აღწერილობა — გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი — შემოკლებათა განმარტებები.