დამატებითი ინფორმაცია:
ავსტრიელი ბიოლოგი, ზოოლოგი, ზოოფსიქოლოგი და ორნითოლოგი, კლასიკური ეთოლოგიის, ცხოველთა ქცევის შედარებითი ზოოლოგიის მეთოდებით შემსწავლელი მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფილოსოფოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, კონრად ლორენცი (1903-1989 წწ.), ამ ნაშრომში განიხილავს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, ცდილობს, იპოვოს პასუხები სოციალური ცხოვრების ყველაზე მძაფრ, გლობალური ხასიათის პრობლემებზე, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა თანამედროვე კაცობრიობა, ამასთანავე, გამოავლინოს ადამიანთა საქციელის ფარული მიზეზები და ადამიანის შემეცნების პროცესის საფუძვლები, რომლებიც ადამიანებს სხვა ცხოველებთან აერთიანებს. ავტორი მიიჩნევს, რომ საზოგადოების პათოლოგიათა შესწავლა ეხმარება მისი საზოგადოებრივი სისტემების უკეთ შესწავლას და წარმოადგენს მის ანომალიათა წინასწარგანჭვრეტისა და ბრძოლის შესაძლებლობას. ავტორის თანახმად, ყველა სისტემას აქვს რეგულაციის მექანიზმები და, უფრო ხშირად, ეს სისტემა თავად აღიდგენს წონასწორობას, თუმცა ზოგ შემთხვევაში ბუნებრივი სწრაფვა არ არის საკმარისი და ხდება დარღვევა თავად რეგულაციის მექანიზმში, რის შედეგადაც წარმოიშობა პათოლოგიები. ავტორი მათ 8 პუნქტად ჰყოფს. ესენია: ჭარმოსახლეობა, სასიცოცხლო სივრცის განადგურება, საკუთარ თავთან შეჯიბრი, სიკვდილის შეგრძნება, გენეტიკური დეგრადაცია, ტრადიციათა წყვეტა, ინდოქტრინირება, ატომური იარაღი.
გამოცემა განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.
ვიდეო მასალა: ნათია კოპალიანი – კონრად ლორენცი
https://www.youtube.com/watch?list=PL186CA5BE4D124002&v=WWK3rIjP3hA