დამატებითი ინფორმაცია:
გამოცემა წარმოადგენს გზამკვლევს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებში ენისა და მეტყველების დარღვევის ან შეფერხების დროული (ადრეული) იდენტიფიცირებისა და სწორი ჩარევის შესახებ. განმარტებულია ფუნქციური (პრაგმატული) ენის განვითარების მნიშვნელობა, კომუნიკაციისა და კომუნიკაციური უნარების, მათ შორის, ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის ხელშეწყობის აუცილებლობა, მოცემულია ენობრივი განვითარების სწავლებისა და სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიები და რეკომენდაციები, მათთან ერთად კი ძირითადი უნარ-ჩვევების ცხრილები.
სარჩევი
მეტყველების, ენისა და კომუნიკაციის საჭიროების მქონე ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება — ექსპრესიული ენის/მეტყველების სტიმულირება — ენისა და მეტყველების განმავითარებელი აქტივობები — ბავშვის ენობრივი განვითარების შეფასება — დანართები.