კარლ მარქსი. კომუნისტური პარტიის მანიფესტი.
გერმანელი ფილოსოფოსების, კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის განსახილველი ნაშრომი (დაიწერა 1847-1848 წწ.) წარმოადგენს სამეცნიერო კომუნიზმის პირველ პროგრამულ დოკუმენტს, რომელშიც შეტანილია მარქსიზმის ძირითადი იდეები. ნაშრომი აჯამებს ავტორთა თეორიებს საზოგადოებისა და პოლიტიკის ბუნების შესახებ, რაც, მათი სიტყვებით, წარმოადგენს კლასთა ბრძოლის ისტორიას. ავტორები განიხილავენ კომუნისტური ორგანიზაციებისა და პარტიების მიზნებს, ამოცანებსა და მეთოდებს და წინასწარმეტყველებენ კაპიტალიზმის თავდაპირველ შეცვლას სოციალიზმით, შემდგომ კი, მის გარდაუვალ დამხობას პროლეტარიატისა და კომუნიზმის მიერ. მანიფესტი იწყება ცნობილი სიტყვებით: „აჩრდილი დაძრწის ევროპაში – აჩრდილი კომუნიზმისა“, და სრულდება არანაკლებ ცნობილი ისტორიული ლოზუნგით: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“. წიგნი თავდაპირველად გამოიცა ლონდონში, 1848 წელს, მას შემდეგ კი მრავალჯერ ხელახლა გამოქვეყნდა, მათ შორის, მათი ავტორების სიცოცხლეში, თუმცა მასში შესწორებები არ შეუტანიათ. წიგნი მოგვიანებით აღიარებული იქნა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ნაშრომად.