დამატებითი ინფორმაცია:
ჯონ ლოკი. მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე.
ბრიტანელი პედაგოგისა და ფილოსოფოსის, ემპირიზმისა და ლიბერალიზმის წარმომადგენლის, ჯონ ლოკის (1632-1704 წწ.) ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინეს სენსუალიზმის გავრცელებაზე, ეპისტემიოლოგიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის განვითარებაზე. ჯონ ლოკი ცნობილია, როგორც განმანათლებლობის ხანის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და ლიბერალიზმის თეორეტიკოსი. განსახილველი ნაშრომი ეძღვნება პოლიტიკის შესახებ არსებული ჭეშმარიტი ფილოსოფიური მოძღვრების პრინციპებსა და კვლევას, წყაროთა პრობლემას, სამოქალაქო მმართველობის წარმოშობას, მისი მოქმედების არეალსა და მიზანს. აქ ავტორის ფუნდამენტურ არგუმენტს წარმოადგენს ადამიანთა თანასწორობა. ბუნებრივ პირობებში, ბუნების კანონები განსაზღვრავენ ადამიანის საქციელს და თითოეულ ადამიანს აქვს ნება, საკუთარ უფლებებზე დაყრდნობით განახორციელოს კანონი მის წინააღმდეგ, ვინც შელახა მისი უფლება. ავტორის მოდელს წარმოადგენს სამოქალაქო სახელმწიფო, დამყარებული ხალხის ბუნებრივ უფლებებზე, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული ძალაუფლება საკუთარი ქონებისა და უფლებების დაცვისათვის, სადაც მთავრობა არსებობს ადამიანთა კეთილდღეობისათვის და შეიძლება შეიცვალოს ან დაემხოს, თუკი იგი შეწყვეტს ამ ფუნქციების განხორციელებას.
ვიდეო მასალა:
https://www.youtube.com/watch?list=PL3A855D2A284A958E&v=-v1f34UISwo