დამატებითი ინფორმაცია:
ჯონ დიუი (1859-1952 წწ.), ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, ინსტრუმენტალიზმის ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი, პროგრესივისტული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაციის დამფუძნებელი, ამერიკის თავისი დროის საუკეთესო ფილოსოფოსად არის მიჩნეული. მისი განსახილველი ნაშრომი წარმოადგენს პედაგოგიური დისციპლინებისა და სწავლების პროცესის კუთხით სრულიად რეფორმატორულ ნამუშევარს. იგი წარმოადგენს პირველ ფუნდამენტურ ნაშრომს უშუალოდ განათლების ფილოსოფიის დარგში, რომლის მეშვეობითაც დიუი განათლების ფილოსოფიის დამფუძნებელი გახდა, ხოლო თანამედროვე მკვლევარები მას ახლაც უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ. |