დამატებითი ინფორმაცია:
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, იუსტას მაილსის (Eustace H. Miles) ეს წიგნი თავდაპირველად გამოიცა 1899 წელს და მყისვე მოიპოვა დიდი პოპულარობა თავისი ორიგინალური მიდგომის გამო. გამოცემა წარმოადგენს შესავალ კურსს ფილოლოგიაში, განკუთვნილსა და ადაპტირებულს ფილოლოგიის დამწყებ შემსწავლელთათვის. მასში საუბარია ისეთ თემებზე, როგორიცაა ეტიმოლოგია, ტექსტუალური კრიტიციზმი, ანალიზი, ინდოევროპული ენა, ბერძნული დიალექტები და მოცემულია მცირე ცნობები ბერძნულ, ლათინურ და ინგლისურ ენებში ბრუნვების, უღლებებისა და ლექსიკის შესახებ. მასში ავტორი წარმოადგენს ფილოლოგიის სწავლების საკუთარ, ახალ მეთოდს, ზოგად წესებს, რომლებიც ილუსტრირებულია შესაბამისი მაგალითებით და ანალოგიებით ყოველდღიური ცხოვრებიდან და მეცნიერებიდან, ტექნიკურ ტერმინებს, ფორმულებს, სავარჯიშოებს, გავრცელებულ შეცდომებს, რუკებსა და დიაგრამებს, და სხვა დეტალებს. წიგნს ერთვის ბიბლიოგრაფია და რამდენიმე საძიებელი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის.