დამატებითი ინფორმაცია:
გამოცემა წარმოადგენს სახელმძღვანელოს ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. მასში მოკლედ არის გადმოცემული ზოგადი ისტორიული ცნობები გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ, აღწერილია და შესაბამისი ილუსტრაციებით ნაჩვენები პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები და მათი შემადგენელი ნაწილები, პერიფერიული მოწყობილობები, ინფორმაციის წარმოდგენა და შენახვა კომპიუტერში, პროგრამული უზრუნველყოფა, ამომწურავად არის წარმოდგენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი ცნებები და პრინციპები, გამოყენებითი პროგრამები, კომპიუტერის გამოყენება და ფაილების მენეჯერი (Microsoft Windows), ტექსტური რედაქტორი, ტექსტების ელექტრონული დამუშავება და დაბეჭდვა (MS Word), ელექტრონული ცხრილები (MS Excel), მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა (MS Access), პრეზენტაციები, მათი შექმნის რეჟიმები, სლაიდის დამატება, გადაადგილება, წაშლა, გაფორმება სტანდარტული მაკეტებისა და დიზაინის გამოყენებით, პრეზენტაციის ასახვის რეჟიმები (MS PowerPoint), ინფორმაცია და კომუნიკაცია (Internet Explorer), ინტერნეტის მუშაობის პრინციპი, საძიებო სისტემები, ელფოსტა, ვებგვერდის, სურათებისა და ფაილების გადმოწერა, და მრავალი სხვა, აუცილებელი ინფორმაცია.