
დამატებითი ინფორმაცია:
სახელმძღვანელო შედგენილი და შექმნილია მოდულური პროფესიული პროგრამის „ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის“ სტუდენტებისათვის. იგი მოიცავს პროფესიული განათლების პროგრამის „ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის“ ერთ-ერთ მოდულს – „ადრეული განათლების კურიკულუმი“ და პასუხობს მასში დასახულ სწავლის შედეგებს. დამხმარე სახელმძღვანელო შედგება 16 პარაგრაფისგან. წიგნში განხილულია ადრეული განათლების განვითარების საკითხები მისი ჩამოყალიბებიდან დღემდე.
სახელმძღვანელოში განხილული და გაანალიზებული საკითხები, მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება ადრეული განათლების განვითარების საქმეში გარკვეულ დახმარებას გაუწევს, როგორც პროფესიული პროგრამის სტუდენტებს, ასევე სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-მასწავლებლებს.
შინაარსი
შესავალი — 1. ადრეული განათლების მნიშვნელობა — 2. კურიკულუმის არსი, კურიკულუმის ძირითადი ნაწილები: მიზანი, შინაარსი, პროცესი, შეფასება. კურიკულუმის ძირითადი განზომილებები — 3. კურიკულუმის ფორმირების დომინანტური იდეოლოგიები — 4. კურიკულუმის კომპეტენციის გამომუშავებაზე და საქმიანობაზე მიმართული მოდელები — 5. ადრეული განათლების კურიკულუმის განსხვავებული ფორმები და სკოლამდელი განათლების სისტემა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნების მიხედვით — 6. ფრიდრიხ ფრებელის პედაგოგიკური კონცეფცია. თამაშით სწავლება — 7. მონტესორის პედაგოგიური სისტემა — 8. კონსტრუქტივიზმი და ბავშვის აზროვნების განვითარების სტადიები პიაჟეს მიხედვით, ვიგოცკის სოციალური კონსტრუქტივიზმი და ბრუნერის აღმოჩენებით სწავლება — 9. ური
ბრონფენბრენერის (1917-2005 წწ.) ეკოლოგიური სისტემების თეორია — 10. ტყის სკოლები. მაღალი შესაძლებლობების სკოლები — 11. რეჯიო ემილიას საგანმანათლებლო ფილოსოფია — 12. ტე ვარიკი – ადრეული განათლების კურიკულუმი — 13. გამოცდილებითი განათლება ვალდორფის სკოლა — 14. სელესტენ ფრენეს ახალი სკოლის მეთოდიკა – ინვარიანტები (ურთიერთქმედების და კომუნიკაციის პედაგოგიკა, ადრეული განათლება) – 15. ადრეული განათლების კურიკულუმები საქართველოში (XIX- XX საუკუნეები) – 16. თანამედროვე ადრეული განათლების კურიკულუმი და სტანდარტი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში (2000-2017).