დამატებითი ინფორმაცია:
ჰანს ულრიხ გუმბრეხტი. ფილოლოგიის შესაძლებლობები: ტექსტუალური შემეცნების დინამიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010, 94 გვ.
ლიტერატურათმცოდნის, კულტურის ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის, ჰანს ულრიხ გუმბრეხტის (დაბ. 1948 წ.) ეს გამოცემა, მიუხედავად სიმოკლისა, შეიცავს მრავალ საინტერესო მოსაზრებას ფილოლოგიის შესაძლებლობათა შესახებ. ავტორი ვრცლად განმარტავს ტერმინ „ფილოლოგისა“ და „ფილოლოგიის“ მნიშვნელობას, იძლევა ფილოლოგიის დარგის მოკლე ისტორიას, ეხება მის სტანდარტებსა და მეთოდებს და მიუთითებს მის თანამედროვე პრობლემებზეც. იგი ასაბუთებს საჭიროებას, ფილოლოგებმა შეინარჩუნონ ტექსტების იდენტიფიკაციისა და დოკუმენტაციის, დაცვისა და კვლევის, ფრაგმენტების შეგროვების, რედაქტირებისა და კომენტარების დართვის, გამოცემისა და სწავლების ისტორიული ტრადიცია. გამოცემა მეტად საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ლიტერატურას ასწავლის.