დამატებითი ინფორმაცია:
ნაშრომში შესწავლილია სოფ. მთისძირში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები, რომელთა საფუძველზეც აღდგენილია ძველი მთისძირის სამოსახლოს ცხოვრების განვითარების ეტაპობრივი სქემა. ავტორი, რომელიც 1973-1977 წლებში აწარმოებდა ამ ძეგლის არქეოლოგიურ გათხრას, გადმოსცემს ძველი მთისძირელების ყოფა-ცხოვრების, სამეურნეო საქმიანობის შესახებ, აღწერს სოფელში მდებარე თავდაცვით ნაგებობებს და ეხება საქართველოს არქეოლოგიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას, საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ანტიკური ხანის ურბანისტული ცენტრების სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის კვლევას.
შინაარსი
შესავალი — თავი I. მდ. რიონის შუა წელის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლისათვის (ძვ.წ. VI – ახ.წ. VIII სს.) — თავი II. სოფ. მთისძირის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ფიზიკური და ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა — თავი III. სოფ. მთისძირი ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში –თავი IV. სოფ. მთისძირი ძვ.წ. V ს. და IV ს. პირველ ნახევარში: — 1. სამოსახლო — 2. მდიდრული სამარხი — 3. კერამიკა — 4. უცხოური ნაწარმი — თავი V. სოფ. მთისძირი ძვ.წ. IV (მეორე ნახევარი) – I სს-ში — თავი VI. სოფ. მთისძირი ახ.წ. I-VIII სს–ში: — 1. სამოსახლო — 2. კერამიკა — 3. უცხოური ნაწარმი — 4. „მუხირისის“ საკითხისათვის — Древние поселения центральной Колхиды (резюме) — Ancient settlements of central Colchis (Summary) — შემოკლებათა განმარტება — სურათების აღწერილობა — Описание рисунков.