დამატებითი ინფორმაცია:
განსახილველი გამოცემა ეხება გარემოსდაცვითი სფეროს უმთავრეს საკითხებსა და პრობლემებს და ეხმარება მოსწავლეებს პრობლემათა წვდომასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. წიგნში მიმოხილულია გარემოსდაცვითი განათლების ისტორია, განმარტებულია გარემოს დაცვის უმთავრესი ცნებები, მოკლედ არის დახასიათებული გარემოს დაცვა მსოფლიო კონტექსტში და მისი დეგრადაცია, როგორც გლობალური პრობლემა, საქართველოს ბუნებრივი გარემო და ისეთი გარემოსდაცვითი საკითხები, როგორიცაა წყალი, ატმოსფერული ჰაერი, ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები და ა.შ. წიგნში განმარტებულია ინტერაქტიული სწავლების მეთოდები და განსაზღვრულია შედეგები, რომლებსაც უნდა მიაღწიოს მოსწავლემ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. ნაშრომს დაერთვის გეოგრაფიული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობათა, საქართველოს ნაკრძალების კატეგორიებისა და ფართობების ჩამონათვალი, ლექსიკონი და ბიბლიოგრაფია. წიგნი განკუთვნილია საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთათვის, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების საკითხებს. |