
დამატებითი ინფორმაცია:
წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი SP-19- 425]
წინამდებარე წიგნი მომზადდა დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროექტის: „დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში. მისი მიზანი ქართველი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის იმ ნაწილის წარმოჩენაა, რომელიც მას ფრანკოფონიურ სამყაროსთან აკავშირებს. წიგნში იხილავთ დიმიტრი უზნაძის სამ ნაშრომს: „სიმძიმის ილუზიის და მისი ანალოგიის შესახებ“; ბერგსონის ფილოსოფია“; „ბერგსონის მონიზმი“ – ასევე, მათ ანალიზს: „თანმიმდევრული ვიზუალური აღქმისას გამოვლენილი „აინშტელუნგის ეფექტის ცდები (უზნაძის ეფექტი)“; „უზნაძის ეფექტის“ კვლევა ჟ. პიაჟესა და თანამედროვე მეცნიერთა შრომებში“; „ბერგსონის ფილოსოფიის ინტერპრეტაცია და კრიტიკა დიმიტრი უზნაძის მიერ“. დიმიტრი უზნაძე (1886-1950) ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის
დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935) და პროფესორია (1918).