დამატებითი ინფორმაცია:
ინგლისელი ნატურალისტი და მოგზაური, ჩარლზ დარვინი (1809-1882 წწ.), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი ამ დარგში, პირველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცოცხალი ორგანიზმების ყველა სახეობა მომდინარეობს ერთი წინაპრისაგან, ხოლო სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები წარმოადგენს მემკვიდრეობითობისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგს და არ არის შექმნილი უზენაესი შემოქმედის მიერ. ამას გარდა, ავტორი გამოცემაში საუბრობს ბუნებრივი გადარჩევის, ინსტინქტის, გეოგრაფიული გავრცელებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ, იგი განმარტავს, ასევე, ბუნების სხვადასხვა ბიოლოგიურ ცნებასა და მოვლენას. სახეობათა წარმოშობის შესახებ საკუთარი დასკვნა და შესაბამისი დასაბუთებები დარვინმა თავდაპირველად გამოაქვეყნა 1842 წელს, ხოლო 1859 წელს გამოსცა თავისი თეორიის ვრცელი და არგუმენტირებული გამოკვლევა წიგნში „სახეობათა წარმოშობა“. გამოცემა 150 წლის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაშრომად რჩება ამ დარგში.
წიგნი განკუთვნილია ამ საკითხით დაინტერესებულ მკვლევართა და მკითხველთა ფართო წრისათვის.