დამატებითი ინფორმაცია:
ბრონისლავ მალინოვსკი. მაგია, მეცნიერება, რელიგია. ბრიტანელი ეთნოგრაფის, ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიაში ფუნქციონალიზმის დამფუძნებლისა და თანამედროვე ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მეცნიერის, ბრონისლავ მალინოვსკის (1884-1942 წწ.), განსახილველი წიგნი, რომელიც პირველად 1926 წელს გამოქვეყნდა, შეიცავს მის სხვადასხვა წლებში დაწერილ გამოკვლევებს და ეხება მაგიას, რელიგიას, შემეცნებით სისტემას, მითებსა და წეს-ჩვეულებებს, ფსიქოლოგიასა და ეთიკას, სოციალურ წყობასა და სამართლის პრინციპებს პრიმიტიულ კულტურათა საზოგადოებაში. ავტორის შეხედულებით, მაგია და მეცნიერება წარმოადგენს არა ევოლუციური პროცესის ორ სტადიას, არამედ ორ ანთროპოლოგიურ კონსტანტას, რომლებიც თანაარსებობენ და რომელთაც საკუთარი, მყარი ადგილი უჭირავთ ადამიანის ცხოვრებაში. მაგიისა და რელიგიის ფუნქციას, ავტორის თანახმად, წარმოადგენს ადამიანის დახმარება გამოუვალ ვითარებასა და სირთულეთა გადალახვაში. ავტორის შეხედულებით, ადამიანთა საბაზისო მოთხოვნები ისეთი ხერხით უნდა დაკმაყოფილდეს, რომელიც საზოგადოებაში წონასწორობას შეინარჩუნებს და არ გამოიწვევს სოციალურ ქაოსს. ავტორის აზრით, რელიგია ყველა საზოგადოებაში ასრულებს ორ ფუნქციას: კრიზისულ ვითარებაში, როგორიცაა მაგალითად ჯგუფის წევრის სიკვდილი, აღადგენს ჯგუფის ერთიანობას და თითოეულ წევრს შემდგომი არსებობის პერსპექტივას უჩვენებს, მეორე მხრივ კი ინიციაციის რიტუალის მეშვეობით ინდივიდს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აქცევს, რითაც ავალდებულებს მას, მის საფუძველში მყოფ ფასეულობათა დაცვას. ვიდეო მასალა: მალინკოვსკი – ზურაბ კიკნაძე |