
დამატებითი ინფორმაცია:
აკაკი მუმლაძის წიგნი „როგორ ვასწავლოთ? უცხო ენა უცხოდ რომ არ დარჩეს – ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“ ფუნდამენტური ნაშრომია ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში.
აღნიშნული მონოგრაფია სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკის სახელმძღვანელოს წაეყენება. იგი განკუთვნილი და რეკომენდებულია საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურისთვის; ასევე, ინგლისური ენის მასწავლებელთა მომზადების პროგრამისა და ტრენინგებისთვის.
აღნიშნული ნაშრომი კრავს კავშირს თანამედროვე პრაქტიკულ, პრაგმატულ მიდგომასა და ტრადიციულ სამეცნიერო კვლევას შორის უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში; ამით მიუთითებს, რომ აუცილებელია ამ სფეროში ათწლეულობით მონაპოვარი მწყობრი თეორიული ცოდნა ინგლისური ენის პედაგოგის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენდეს.