ილიაუნის ბიბლიოთეკაში დაცულია 1960 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ბეჭდური ფორმატის ავტორეფერატების 6892 ეგზეპლარი, რომელთაგან 1616 – ქართულ ენაზეა, 5265 – რუსულ ენაზე, 10 ცალი აზერბაჯანულ ენაზე და 1 ცალი ინგლისურ ენაზე.
მათი ძირითადი ნაწილი პედაგოგიური მიმართულებისაა, ნაწილი კი, სხვადსახვა სამეცნიერო სფეროს მოიცავს.
პროექტის მიზანი:
ავტორეფერატების გაციფრების საშუალებით ხელი შეეწყოს,
- ციფრულ ფორმატში მათ დაცვა-შენახვას;
- საქართველოს კანონის – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ გათვალისწინების საფუძველზე, სამეცნიერო და კვლევითი მიზნებით მათზე წვდომას.
პროქტის ფარგლებში:
6892 ერთეული ავტორეფერატებიდან წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით გასაციფრებლად შეირჩა ის ნაშრომები, რომლებიც შემდეგ კატეგორიაში მოიცავდა:
- საქართველოში გამოცემული ავტორეფერატები;
- საბჭოთა კავშირში გამოცემული ქართველი ავტორების ავტორეფერატები;
- საქართველოს შესახებ გამოცემული ავტორეფერატები;
- სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში დაცული ნაშრომები
ბანერები