ახალი გამოცემები წიგნად ფონდში
ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს შეემატა ახალი გამოცემები ისეთ თემატიკაზე, როგორებიცაა ონლაინ სწავლების ძირითად პრინციპები, ონლაინ კურსების მომზადება, პოსტ პანდმიურ სწავლება და სტუდენტების სწავლის შედეგების შეფასება. აღნიშნული ლიტერატურა უკვე ხელმისაწვდომია ალექსანდრე ქართველის სამკითხველო დარბაზში.
ლიტერატურის შესყიდვა განხორციელდა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში.
პროექტის მიზანია, ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები). პროექტის კოორდინატორია პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი.