ახალი ელექტრონული ბაზა – LexisNexis
ძვირფასო სამეცნიერო ბაზების მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე – LexisNexis Academic.
LexisNexis Academic – წარმოადგენს სამეცნიერო ელექტრონულ ბაზას სამართლის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს 5800-ზე მეტი გამომცემლობის საინფორმაციო რესურსს. მასში ხელმისაწვდომია ამერიკის, როგორც ფედერალური, ისე საშტატო სასამართლოების მასალები და ასობით იურიდიული მიმოხილვა. ბიზნესის მიმართულების, იურიდიული და სხვა 17 000-ზე მეტი ახალი ამბის წყარო LexisNexis Academic-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ საკვლევ ინსტრუმენტად აქცევს.
აღნიშნულ ელ. ბაზაზე წვდომა შესაძლებელია ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან.
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ LexisNexis Academic-ის ბაზაში ძიების დაწყების შემდეგ პროცესის გასაგრძელებლად აუცილებლად უნდა აირჩიოთ რეჟიმი – “continue without registration” – სისტემა მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ საშუალებას იხილოთ მოძიებული მასალა.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხისა და წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.