Academic Video Online საცდელი ვადით
სამეცნიერო ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 10 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო ელექტრონული ბაზა – Academic Video Online.
Academic Video Online – მომხმარებლებს 62 000-ზე მეტი დასახელების ვიდეოს სთავაზობს, რომელიც შესაბამისობაშია სასწავლო კურიკულუმთან: საველე ხმოვანი ჩანაწერები, ინტერვიუები, დოკუმენტური ფილმები, წარმოდგენები, ახალი ამბის პროგრამები და კინოჟურნალები, რეკლამები და დაუმუშავებელი ვიდეო მასალა. Academic Video Online ყველა დისციპლინას ფარავს, თუმცა განსაკუთრებულად არის წარმოდგენილი შემდეგი მიმართულებები:
- მეცნიერება;
- ანთროპოლოგია;
- ბიზნესი და ეკონომიკა;
- განათლება;
- ინჟინერია
- კრიმინალური სამართალი;
აღნიშნულ ბაზაზე წვდომისათვის მიჰყევით ბმულს,
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამეცნიერო ბაზა ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.