მკითხველზე ორიენტირებული მიდგომები თანამდეროვე ბიბლიოთეკაში
5 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მთელი საქართველოს მასშტაბით ასზე მეტ ბიბლიოთეკარს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა იყო “მკითხველზე ორიენტირებული მიდგომები თანამდეროვე ბიბლიოთეკაში “.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით გაუზიარეს:
- საბიბლიოთეკო სერვისები და მათი პოპულარიზაცია;
- ბიბლიოთეკარი, როგორც მკვლევარი;
- სამეცნიერო ბაზებისა და ელექტრონული რესურსების მნიშვნელობა საუნივერისტეტო ბიბლიოთეკებისათვის.
ასევე, საუბარი იყო იმ სიახლეებზე, რომლებსაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ნერგავს, რათა მაქსიმალურად მკითხველზე ორიენტირებული გახდეს და შექმნას იმგვარი პირობები, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის კვლევისა და სწავლებისათვის.
საბიბლიოთეკო სფეროს განვითარებისათვის ამ მიმართულების წარმომადგენელთა მხრიდან ერთმანეთისთვის გამოცდილებების გაზიარებას და სიახლეების დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საბიბლიოთეკო კვირეული, რომელიც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციციატივით 2002 წლიდან იმართება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
აღნიშნული შეხვედრა 2017 წლის საბიბლიოთეკო კვირეულის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.