დამატებითი ინფორმაცია:
გზამკვლევში განხილულია ინტერკულტურული განათლების უახლესი თეორიები, პრიციპები და პედაგოგიური მიდგომები. ნაჩვენებია ინტერკულტურული განათლების აქტუალობა საქართველოსთვის, გაანალიზებულია უკვე არსებული ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა, რაც ფორმალურ საფუძვლებს ქმნის ინტერკულტურული განათლების პროცესის უზრუნველსაყოფად. გზამკვლევში ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო პრაქტიკით განმტკიცებულ სკოლის რეფორმირების (სკოლის კულტურის გაუმჯობესება, კურიკულუმის მოდერნიზაცია) იმ ეფექტიან სტრატეგიებზე, რაც ხელს შეუწყობს ინტერკულტურული განათლების მიზნების მიღწევას, ინტერკულტურული განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიებზე და წარმოდგენილი სიტუაციების (სიტუაციური პრობლემები, მაგალითები და ამოცანები) ადაპტირებაზე საკუთარ პრაქტიკაში.
შინაარსი
1. ინტერკულტურული განათლების პარადიგმა: კონტექსტი და თეორიები — 2. ინტერკულტურული განათლების პრინციპები და მიდგომები — 3. ინტერკულტურული განათლების პოლიტიკის აქტუალობა საქართველოსთვის: — 3.1. ინტერკულტურალიზმი საქართველოს კანონმდებლობასა და განათლების სისტემაში — 3.2. ინტერკულტურალიზმის საერთაშორისო დღის წესრიგი — 4. ინტერკულტურული განათლება სკოლაში: — 4.1. სკოლის კულტურა — 4.2. ინტერკულტურული განათლება კურიკულუმში — 5. ინტერკულტურული განათლების მეთოდოლოგია: — 5.1. იდენტობა და მიკუთვნებულობა — 5.2. მსგავსება და განსხვავება — 5.3. ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები — 5.4. დისკრიმინაცია და თანასწორობა — 5.5. კონფლიქტი და მისი გადაჭრის სტრატეგიები — 5.6. ინტერკულტურული ურთიერთობების ავტობიოგრაფია — 5.7. ABCD-გვირგვინი — 5.8. რა არის კრიტიკული ინციდენტი? — ტერმინთა განმარტება — გამოყენებული ლიტერატურა — სასარგებლო რესურსები.