დამატებითი ინფორმაცია:
ჯონ პრესკოტ თომასი, BBC-ის სხვადასხვა პროექტების პროდიუსერი და დირექტორი (1981-1995 წწ.), ბრისტოლის JPT Media Associates-ის დამფუძნებელი (1995 წ.), გაეროს დიდი ბრიტანეთის მედიასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის წევრი და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი სააგენტოსა და კომპანიის ყოფილი თავმჯდომარე განსახილველ სახელმძღვანელოში იძლევა რჩევებს გარდამავალი პერიოდის ქვეყნების რადიო-ტელევიზიის თანამშრომლებისათვის მედიის სწორი ხელმძღვანელობის კუთხით. მთლიანობაში კი მისი გამოყენება მედია-ორგანიზაციებისათვის შესაძლებელია ყველა კონტექსტში. გამოცემაში მიმოხილულია მედიის როლი საზოგადოებაში, მისი წესები და მართვა, სტრუქტურები და მათი ხელმძღვანელობა, სტრატეგიის, პროგრამების, რესურსების, ხარჯების დაგეგმვა და მენეჯმენტი, რედაქტორული საქმიანობა და მისი მართვა. წიგნს ერთვის 15 დანართი, რომლებშიც განხილულია სარედაქციო პრინციპები და პრაქტიკა, საბიუჯეტო დანახარჯებისა და რისკის შემცირების, თანამშრომელთა წახალისებისა და დაწინაურების ფორმები, მოცემულია პროგრამების წარდგენის, საპროგრამო ბიუჯეტის, სამუშაოს აღწერისა და მსგავს საკითხთა მონახაზები. წიგნი გამოცემულია გაეროს ხელშეწყობით. |