დამატებითი ინფორმაცია:
ექიმი ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტი გენადი სტარშენბაუმი, რომელიც აღიარებულ ავტორიტეტად ითვლება სუიციდოლოგიის საკითხებში, კრიზისული ფსიქოთერაპიის ორიგინალური პროგრამის შემქმნელი და მრავალი გამოკვლევის ავტორია ამ სფეროში. განსახილველ ნაშრომში, ქიმიური და ემოციური დამოკიდებულებების მქონე პაციენტებთან მუშაობის 40 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ავტორი აანალიზებს სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებათა სიღრმისეულ მექანიზმებს და გამოჰყოფს ახალ კლინიკურ დისციპლინას – ადიქტოლოგიას, რომელიც ფსიქიატრიის, ნარკოლოგიისა და სექსოლოგიის ზღვარზეა. ნაშრომში მიმოხილულია დამოკიდებულება ნარკოტიკების, ალკოჰოლის, ოპიუმის, ნიკოტინის, აზარტული თამაშების, საკვების, ფულის, ქურდობის, ძალაუფლების, შრომის, ფანატიზმის, სექსის, (თვით)ნგრევის და სხვ. მიმართ, მოცემულია დამოკიდებულებითი ქცევის სხვადასხვა ფორმების ფსიქოლოგია, კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკის, მიმდინარეობის და მკურნალობის დეტალური აღწერა, რეციდივები, აღნიშნულია, როგორ უნდა მოხდეს ავადმყოფის აგრესიულობის გაზომვა, და წარმოდგენილია ამონაწერები იმ პაციენტთა ავადმყოფობების ისტორიებიდან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მკურნალობის კურსი ავტორის მიერ შექმნილი მეთოდიკით. წიგნს დაერთვის ლიტერატურა და ტერმინთა ლექსიკონი. იგი განკუთვნილია სტუდენტი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების, ნარკოლოგებისა და სექსოპათოლოგებისათვის, როგორც პრაქტიკული სახელმძღვანელო და სასწავლო ლიტერატურა.