დამატებითი ინფორმაცია:
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერი მოდებაძის წინამდებარე ნაშრომში განხილულია ესპანეთის საგარეო პოლიტიკა ფრანკოს მმართველობის ხანიდან (1939-1975 წწ.), სხვაგვარად რომ ითქვას, იმ პერიოდიდან, როდესაც ქვეყანა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან ურთიერთობების გარეშე, თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა. წიგნში მიმოხილულია ესპანეთის საგარეო პოლიტიკა გარდამავალი ეპოქისას (1975-1982 წწ.) და მის შემდეგ (1982-2011 წწ.), მოცემულია მოკლე აღწერა, თუ როგორ შესძლო ფრანკოს დიქტატურის მიერ ღრმა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში ჩავარდნილმა ესპანეთმა საერთაშორისო იზოლაციისაგან თავის დაღწევა, სრული ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ავტორი გამოცემაში ეხება, ასევე, ესპანეთის საერთაშორისო ურთიერთობებს ლათინური ამერიკასთან, არაბულ სამყაროსთან და საქართველოსთან. |