დამატებითი ინფორმაცია:
ინგლისელი ფილოსოფოსი-მატერიალისტის, სახელმწიფო სუვერენიტეტის თეორიისა და სოციალური ხელშეკრულების თეორიის დამფუძნებლის, თომას ჰობსის (1588-1679 წწ.) განსახილველი ნაშრომი დაიწერა ინგლისის სამოქალაქო ომის დროს (1642-1651 წწ.) და გამოქვეყნდა 1651 წელს. ეს ტექსტი სოციალური ხელშეკრულების თეორიის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და გავლენიან ნიმუშად ითვლება. წიგნი ეხება სახელმწიფოს წარმოშობის თეორიას, საზოგადოების სტრუქტურას და ლეგიტიმურ ხელისუფლებას, სახელმწიფოს პრობლემებს, სოციალურ ხელშეკრულებასა და აბსოლუტური სუვერენის მიერ სახელმწიფოს მართვას.საზოგადოება და ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში განადგურების პირას არიან, საკუთარი სიცოცხლისა და საზოგადო მშვიდობისათვის უარს ამბობენ საკუთარ ბუნებრივ უფლებებზე და გადასცემენ მას, ვინც მათ მიერ დარჩენილი უფლებების თავისუფლად გამოყენების ვალდებულებას იღებს საკუთარ თავზე, ანუ სახელმწიფოს. თავად სახელმწიფოს კი, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა გაერთიანებას, სადაც ერთის, ანუ სახელმწიფოს, ნება სავალდებულა ყველასათვის, ეძლევა ადამიანთა ურთიერთობების დარეგულირების ამოცანა. ავტორის თანახმად, სამოქალაქო ომი შეიძლება თავიდან აცილებული იქნას მხოლოდ ძლიერი განუყოფელი მთავრობის მეშვეობით. ამ თეორიის ჩამოყალიბებისათვის ავტორი ეყრდნობა ისეთ პოსტულატებს, როგორიცაა „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ და „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“, ძლიერი სახელმწიფოს აღწერისას კი იყენებს ბიბლიური ურჩხულის, ლევიათანის სახეს, ანუ სახეს ბუნების ძალისა, რომელიც ადამიანებს ამცირებს.