დამატებითი ინფორმაცია:
გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიისა და გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, იმანუილ კანტი (1724-1804 წწ.), განსახილველ ესსეში (გამოქვეყნდა „ბერლინის ყოველთვიურ ჟურნალში“ 1784 წლის დეკემბერში) პასუხობს ბერლინის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მიერ განათლებული საზოგადოებისათვის ამავე წელს დასმულ კითხვას, რომელსაც მრავალი სხვა ფილოსოფოსიც გამოეხმაურა. კანტის პასუხი ყველაზე ცნობილი გახდა და მან უდიდესი გავლენა მოახდინა იმ დროის ფილოსოფოსებზე. ავტორი განსაზღვრავს გაუნათლებლობას, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების უუნარობას, რომელიც მომდინარეობს არ უგუნურების, არამედ შიშისაგან, და თვლის, რომ განმანათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა უმწიფარობიდან, ანუ გაბედულება, სხვისი ზედამხედველობის გარეშე გამოიყენოს საკუთარი გონება, განსჯის უნარი და დაუჯეროს მას. ავტორი ყურადღებას მიაპყრობს გაუნათლებლობის მიზეზებს და ადამიანთა განათლებისათვის აუცილებელ პირობებს. მისი შეხედულებით, აუცილებელია საეკლესიო და სახელმწიფო პატერნალიზმის გაუქმება, რათა ადამიანებს საკუთარი ინტელექტის განვითარების თავისუფლება მიეცეთ.
გამოცემა განკუთვნილია ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველისათვის.