დამატებითი ინფორმაცია:
ლორა ბერკის (Laura E. Berk), ილინოისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორისა და ბავშვთა განვითარების შესახებ არაერთი გამოკვლევის ავტორის ეს წიგნი ქართულად დედნის მე-7-ე გამოცემიდან არის თარგმნილი. მასში იოლად აღსაქმელი სტილით განხილულია ბავშვთა განვითარება სხვადასხვა კულტურებში, მოცემულია მსგავსება და განსხვავება ეთნიკურ ჯგუფებსა და კულტურებს შორის ამ საკითხში სოციალური და პოლიტიკური კონტექსტების შესახებ მსჯელობით, უხვად დართული მაგალითებითა და ილუსტრაციებით. ავტორი იკვლევს ბავშვთა განვითარებას ფიზიკურ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ დონეებზე, ხაზს უსვამს მემკვიდრეობითობისა და გარემოპირობების როლს განვითარებაში, ეხება პიროვნულ და სოციალურ განვითარებას და განათლებისა და კულტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გამოცემაში წარმოდგენილია ბავშვის განვითარების კვლევის ისტორია და სტრატეგიები, როგორც ტრადიციული და კლასიკურად მიჩნეული, ისე ყველაზე თანამედროვე თეორიები, კვლევები და აღმოჩენები ამ საკითხში. წიგნს ერთვის ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული ქართული და ინგლისური ტერმინების ვრცელი სიტყვარი.
გამოცემა განკუთვნილია ფსიქოლოგიის სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის, პედაგოგებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.