დამატებითი ინფორმაცია:
ლუის კოჰენი, ლოურენს მანიონი, ქეით მორისონი. კვლევის მეთოდები განათლებაში. 1378 გვ.
ბრიტანელი პროფესორების, ლუის კოჰენის, ლოურენს მანიონისა და ქეით მორისონის ეს გამოცემა წარმოადგენს სტანდარტულ სახელმძღვანელოს კვლევის მეთოდების კურსისათვის. იგი მოიცავს განათლების სფეროში მიმდინარე კვლევის ყველა ეტაპს, დაგეგმვიდან და მონაცემთა შეგროვებიდან მათი დამუშავებისა და კვლევის შედეგების წარდგენის ჩათვლით. მასში განხილულია ფართო სპექტრი მეთოდებისა, რომლებიც გამოიყენება განათლების სფეროში განხორციელებული კვლევის ყველა ეტაპზე. წიგნში უხვად არის მოცემული მრავალმხრივი პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ეფუძნება მნიშვნელოვან თეორიულ საფუძვლებსა და თანამედროვე წყაროებს და რომელთა შორისაც წარმოდგენილია ისეთი საკითხები, როგორიცაა ფემინისტური თეორია, ეთიკური კოდი და პასუხისმგებლობები, ინფორმირებული თანხმობა და მოტყუება და ა.შ. გამოცემა შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისაგან. ესენია: განათლების კვლევის კონტექსტი, მისი ეთიკა, დაგეგმვა და სტილი, მონაცემთა შეგროვებისა და კვლევის სტრატეგიები და მონაცემთა ანალიზი. წიგნში, ასევე, მოცემულია ვებგვერდის მისამართი, რომელზეც წარმოდგენილია თანმხლები მასალები და ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა თავის ბოლოს წარმოდგენილია დასკვნა, რომელშიც მოკლედ არის შეჯამებული თავში განხილული ძირითადი საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია სტუდენტების, ლექტორებისა და მეცნიერთათვის, რომლებიც განათლების სფეროში საქმიანობენ და ამ სფეროს კვლევით არიან დაკავებულნი.