დამატებითი ინფორმაცია:
მარკ ბლოკი (Marc Bloch, 1886-1944 წწ.), ებრაული წარმომავლობის გეოგრაფი და ისტორიკოსი, სტრასბურგისა და სორბონის უნივერსიტეტების პროფესორი, „ანალების“ სკოლის დამფუძნებელი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ისტორიის შესწავლის მეთოდოლოგიაში, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე და მეორე მსოფლიო ომის დროს გესტაპოელთა წამების მსხვერპლი, ავტორი მონოგრაფიისა „ქვეყანა პარიზის გარშემო“ (1913 წ.). განსახილველ ნაშრომს, ისტორიის აპოლოგია, მარკ ბლოკი 1941-1942 წლებში წერდა და მიუხედავად იმისა, რომ დაუმთავრებელი დარჩა, გამოცემა ისტორიკოსთა არაერთი თაობის სამაგიდო წიგნად იქცა. ნაშრომი წარმოადგენს წიგნს ისტორიისა და ისტორიკოსთა შესახებ და გადმოსცემს ავტორის ფიქრებს ისტორიის, როგორც მეცნიერების, გატაცებისა და მოვლენის, როგორც ცხოვრების აზრის შესახებ. ნაშრომის შესავალი ვრცელია და წიგნის თითქმის 1/3-ს შეადგენს. მასში გადმოცემულია ისტორია ანტიკურობის დროიდან წიგნის დაწერის პერიოდამდე. ავტორი მიიჩნევს, რომ ყველა ხალხი, გარკვეულწილად, ჟამთააღმწერელია, როგორც, მაგალითად, ბერძნები და რომაელები, რომლებსაც ის ისტორიოგრაფებად თვლის, ან ქრისტიანები, რომელთა წმინდა წიგნებიც ისტორიული შინაარსისაა. წიგნი დაწერილია სამეცნიერო-პოპულარული სტილით და არ არის გადატვირთული უბრალო მკითხველისათვის ძნელად გასაგები ტერმინებით. ვიდეო მასალა: ბლოკი – დისკუსია
|
https://www.youtube.com/watch?list=PL8925188F115F265D&v=BHGJJJqLVFU