დამატებითი ინფორმაცია:
ჟან-ბატისტ ლამარკი. ზოოლოგიის ფილოსოფია.
ფრანგი ბუნებისმეტყველის, პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებლისა და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ჟან-ბატისტ ლამარკის (1744-1829 წწ.) განსახილველი გამოცემა თავდაპირველად გამოქვეყნდა 1809 წელს და წარმოადგენს ევოლუციური თეორიის პირველ ფუძემდებლურ ნაშრომს, რომელიც ისტორიაში შევიდა „ლამარკიზმის“ სახელწოდებით. ნაშრომში ავტორი არ იყენებს სიტყვას „ევოლუცია“, თუმცა აღიარებს ფორმათა თანდათანობით განვითარებას უმარტივეს ფორმათაგან უფრო რთულისაკენ (მაგალითად, რეპტილიების წარმოშობას თევზებისაგან), საითკენაც მას უბიძგა გარდამავალი ფორმების, იხვნისკარტასა და იქედნისებრთა პოვნამ. იგი, ასევე, აღიარებს სპონტანურ წარმოშობას უმარტივესი ფორმებისა (ინფუზორიების), რომლებიც ვითარდებიან „ორგანოთა ვარჯიშით“, რისი გამოყენებაც შემდგომ თაობებში მყარდება (მოგვიანებით, ეს იდეა გამოიყენა დარვინმა „სახეობათა წარმოშობის“ მეხუთე თავში). ავტორის შეხედულებით, ევოლუციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს გარემოს ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ფორმათა საჭიროებებზე.
ვიდეო მასალა: აივენგო შათირიშვილი – ჟან-ბატისტ ლამარკი
https://www.youtube.com/watch?list=PL67FF7FCC3965FD83&v=hoKLvh26dLY