დამატებითი ინფორმაცია:
საიმონ დიურინგის (Simon During) (დაბ. 1950 წ.), ახალზელანდიელი მეცნიერის, მელბურნისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების პროფესორის განსახილველი წიგნის მიზანია, სტუდენტებს დაანახოს, როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა დარგების, ტელევიზიიდან მულტიკულტურიზმამდე და კულტურული მემკვიდრეობიდან პოლიტიკამდე, შესწავლა კულტუროლოგიის დახმარებით. გამოცემა 7 ნაწილად არის დაყოფილი. მათში მოკლე ესსეების მეშვეობით არის განხილული და განმარტებული კულტურულოგიის საკვანძო საკითხები, კულტუროლოგიის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა, მისი ურთიერთქმედება მასთან დაკავშირებულ აკადემიურ დარგებთან, კავშირი უმაღლეს განათლებაში მომხდარ ცვლილებებთან და ყოველივე ის, რამაც ამ დისციპლინის ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. ავტორი ეხება გლობალიზაციასა და მის გააზრებას, სამყაროს, დანახულს რეგიონალური, ეროვნული და ლოკალური პრიზმებიდან, იდენტურობას და მულტიკულტურალიზმს, ეთნოსისა და რასის საკითხებს, სამეწარმეო კულტურას, მედიას და მის მნიშვნელობას საზოგადოებისათვის, ფემინიზმსა და მის შედეგებს, მაღალი და დაბალი დონის, საეჭვო კულტურას, თანამედროვე კულტურის გლობალურ ხასიათს. |