დამატებითი ინფორმაცია:
ინგლისელმა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა და ასტროფიზიკოსმა, კემბრიჯის მათემატიკის პროფესორმა, კოსმოლოგიისა და კვანტური გრავიტაციის მკვლევარმა, სტეფან ჰოუკინგმა (დაბ. 1942 წ.), უმძიმესი ავადმყოფობისას, ინვალიდმა შექმნა ეს სამეცნიერო-პოპულარული გამოკვლევა და გამოსცა წიგნად 1988 წელს. ნაშრომი წარმოადგენს კოსმოლოგიის რიგ საკითხთა განმარტების მცდელობას. მასში საუბარია დიდი აფეთქების, სამყაროს წარმოშობის, სივრცისა და დროის ბუნების, შავი ხვრელების, სუპერსიმების თეორიისა და ზოგი მათემატიკური პრობლემის შესახებ, მოცემულია მოდელები, დიაგრამები, ილუსტრაციები, მაგრამ, ვინაიდან წიგნი ძირითადად არაპროფესიონალი მკითხველისათვის არის გათვალისწინებული, მასში მათემატიკური ფორმულებიდან წარმოდგენილია მხოლოდ ერთი: E=mc². ნაშრომი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და 20 წლის განმავლობაში 10 მლნ-ს მიაღწია. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ისე დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.