დამატებითი ინფორმაცია:
ქალები წარსულიდან (Women from the Past). 84 გვ.
გამოცემაში წარმოდგენილნი არიან XIX-XX სს-ში მოღვაწე სამაგალითო ქალები, რომლებმაც მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური თუ სარწმუნოებრივი კუთვნილებისა, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურაში პროზისა და პოეზიის, ფერწერისა და სამსახიობო ხელოვნების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით, როგორც პროგრესული პოლიტიკური იდეებისა და ფილოსოფიური მიმდინარეობების პოპულარიზატორებმა და ქველმოქმედებმა. გამოცემა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, გაეცნოს მოკლე ცნობებს მათ შესახებ, წაიკითხოს, როგორ აშუქებდნენ ქართული გაზეთები ქალთა აქტივობებს, რას წერდნენ თავად ქალები საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების შესახებ, და მოისმინოს ის უნიკალური აუდიო-ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. გამოცემაში წარმოდგენილ მოღვაწეთა შორის არიან თეკლა ბატონიშვილი, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, მარჯორი უორდროპი და სხვ., მთლიანობაში 40-მდე საზოგადო მოღვაწე ქალი. გამოცემა ორენოვანია, ქართულ და ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი, და გამოირჩევა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით.