დამატებითი ინფორმაცია:
გამოცემის ავტორები არიან: ქეროლ რ. ემბერი (Carol R. Ember) (დაბ. 1943 წ.), იელის უნივერსიტეტის Human Relations Area Files-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი (1996-2009 წწ.); მელვინ ემბერი (Melvin Ember) (1933-2009 წწ.), საზოგადოება Society for Cross-Cultural Research-ისა (1981-1982 წწ.) და იელის უნივერსიტეტის Human Relations Area Files-ის (1987 წლიდან) პრეზიდენტი; პიტერ ნ. პერეგრინი (Peter N. Peregrine) (დაბ. 1963 წ.), ანთროპოლოგიის პროფესორი ლოურენსის უნივერსიტეტში, საზოგადოება Society for Anthropological Sciences-ის ყოფილი პრეზიდენტი და „პრეისტორიული ენციკლოპედიის“ ავტორი. ამ დროისათვის განსახილველი წიგნის დედანი 14-ჯერ იქნა გამოცემული, ხოლო ქართულად იგი თარგმნილია მე-12-ე გამოცემიდან. |