დამატებითი ინფორმაცია:
ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩავა ფრანკფორტ-ნაჩმიასისა (Chava Frankfort-Nachimias, დაბ. 1944 წ.) და დევიდ ნაჩმიასის (David Nachimias, დაბ. 1942 წ.) განსახილველი გამოცემა, რომელიც გათვალისწინებულია სტუდენტთა სახელმძღვანელოდ, ეხება მეცნიერული მიდგომის, სისტემური კვლევის მეთოდებს სოციოლოგიურ მეცნიერებათა კონტექსტში. იგი ასწავლის სტუდენტებს კვლევის მეთოდების ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საფეხურს, როგორიცაა ემპირიული კვლევისა და ზოგადად კვლევის კონცეპტუალური საფუძვლები და ეთიკა, საკვლევი პრობლემის განსაზღვრა, კვლევის მონახაზი და ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, დაკვირვების მეთოდები და მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ანალიზი, ინდექსის შედგენა და სკალირების მეთოდები. გამოცემაში სოციოლოგიურ მეცნიერებათა კვლევის კლასიკურ მაგალითებთან ერთად წარმოდგენილია თანამედროვე სოციოლოგიური საკითხები და მათზე დაფუძნებული ნიმუშებიც. წიგნს ერთვის 9 დანართი და გამოყენებულ ტერმინთა ვრცელი განმარტებითი ლექსიკონი.