დამატებითი ინფორმაცია:
წიგნის ავტორები, გამოცდილი მასწავლებლები ჯონ საფიერი (Jon Saphier) და რობერტ გოუერი (Robert Gower), ამ ნაშრომის მეშვეობით მკითხველს საკუთარ გამოცდილებასა და მიგნებებს უზიარებენ. გამოცემა იმდენად საინტერესო და ღრმაა, რომ იგი გამოქვეყნებისთანავე სამაგიდო წიგნად იქცა მრავალი მასწავლებლისათვის. ნაშრომი გათვალისწინებულია როგორც ახალბედა, ისე ხანგრძლივი პედაგოგიური სტაჟის მქონე მასწავლებლებისათვის და წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს და გარკვეულწილად გამოკვლევასაც მათთვის, ვისაც სურს იცოდეს, როგორ ასწავლოს და ვისაც სწადია თავის სამასწავლებლო უნარ-ჩვევათა გაღრმავება. მასში დაწვრილებით არის განმარტებული სწავლების სტრატეგიები, რომლებიც მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე და უხვად არის წარმოდგენილი მაგალითები მასწავლებელთა მიდგომის საჩვენებლად ამა თუ იმ სადავო თუ ზოგადად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ნაშრომი 20 თავად არის დაყოფილი. თითოეულ თავს მოსდევს ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია. გამოცემას დაერთვის წიგნში განხილულ საკითხთა და ტერმინთა, ასევე დამოწმებულ ავტორთა საძიებლებიც.
წიგნი განკუთვნილია მასწავლებელთა, მოსწავლებელთა და პედაგოგიური საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.