დამატებითი ინფორმაცია:
ჯონ სტიუარტ მილი. თავისუფლების შესახებ.
ჯონ სტიუარტ მილი (1806-1873 წწ.), გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე, ინგლისური პოზიტივიზმის დამფუძნებელი, რომელმაც ლიბერალიზმის ფილოსოფიაშიც უზარმაზარი წვლილი შეიტანა, XIX ს-ის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ინგლისელი ფილოსოფოსი, განსახილველ წიგნში იკვლევს არა ზოგადად პიროვნების თავისუფლების, არამედ პიროვნების სამოქალაქო და სოციალური თავისუფლების საკითხებს, ანუ „თვისებებსა და საზღვრებს იმ ძალაუფლებისა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება მართავს ცალკეულ ინდივიდებს“. ავტორი ნაშრომში დაწვრილებით და არგუმენტირებულად, ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, ლოგიკისა და ეთიკის სფეროებში თავის ბრწყინვალე ცოდნაზე დაყრდნობით, მსჯელობს აზრისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, ინდივიდუალურობის, როგორც ადამიანური კეთილდღეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობის შესახებ, ასევე, პიროვნებაზე საზოგადოების ძალაუფლების საზღვრების შესახებ. ამასთანავე, ავტორი იცავს ინდივიდუალური თავისუფლების კონცეფციას სახელმწიფოს შეუზღუდავი კონტროლის საპირისპიროდ. ნაშრომი ტომ ბატლერ-ბოუდონის მიერ შეტანილია ფილოსოფიის 50 უმნიშვნელოვანეს წიგნთა რიცხვში.