დამატებითი ინფორმაცია:
მესამე შევსებული გამოცემა.
ქართული კულტურული მემკვიდრეობის მრავალი საგანძური დღემდე მითებსა და ლეგენდებშია შემონახული. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ცოცხალი ლეგენდის რეალობაში დაბრუნებას, მის მეცნიერულ შესწავლასა და პრაქტიკულ აღორძინებას ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი. კოლხურ-იბერიული ცურვა არ არის მხოლოდ სპორტი; ეს არის უნიკალური სამხედრო-საწვრთნელი სისტემა, რომელიც საუკუნეების წინ აწრთობდა ძველ კოლხ მეომარს, გადარჩენის შანსს აძლევდა XVII საუკუნეში ტყვედ ჩავარდნილ ადამიანს. წინამდებარე, მესამე შევსებულ გამოცემაში ასახულია: კოლხურ-იბერიული ცურვის ისტორიული ფესვები და ანტიკური წყაროები; სტილის აღორძინების
ქრონიკა და პირველი საერთაშორისო წარმატებები; ცურვის ტექნიკის დეტალური ანალიზი და მისი გამოყენების მეთოდოლოგია; კოლხური სტილის როლი თანამედროვე სპორტსა და პარასპორტში.
ეს წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ქართული გენის გამძლეობა და ის ისტორიული გამოცდილება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა წყალთან ურთიერთობით დაგვიტოვეს.

















