დამატებითი ინფორმაცია:
ელ.წიგნი ხელმისაწვდომია epub ფორმატში.
წიგნი გათვლილია Apple პროდუქციისთვის, თუმცა Microsoft ან Android მომხმარებლებისთვისაც შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობით: Thorium, Lithium, Epub reader.
ინგლისური და გერმანული გამოცემის თანაავტორები: პროფ. კლაუს ტოიკა, პროფ. ჯოზეფ კლასენი, ექიმი ლოგან შნაიდერი, პროფ. დოროთი საუერი, პროფ. იზაბელა ჰოიზერი და ექიმი ბენუშ ბენია (ფსიქიატრია).
ქართული ვერსიის ავტორი – ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მადონა სეხნიაშვილი,
რედაქტორი – პროფ. ნანა კვირკველია, ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძის მონაწილეობით.
წიგნში გაზიარებულია ნევროლოგიური გასინჯვის საფუძვლები, ზოგიერთ საკითხში კი ასევე სიღრმისეული ცოდნაც თუ როგორ უნდა შეფასდეს პაციენტი ნევროლოგიურად იქნება ეს პალატასა, თუ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. სახელმძღვანელო შეიცავს 12 თავს, დაწყებული კრანიული ნერვების შეფასებით, დასრულებული უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გასინჯვით. E-book ის სტრუქტურა 100 ზე მეტი ვიდეოს, 90 სურათის და 7 ცხრილის მეშვეობით იძლევა პაციენტის გასინჯვის ტექნიკის და დაავადებების ტიპური სურათის წარმოჩენის საშუალებას. მე-12 თავში წარმოდგენილია მასალა ზოგიერთი მწვავე ფსიქიატრული დაავადების შესაფასებლად, ვინაიდან მსგავსი პრობლემის მქონე პაციენტი პრაქტიკული მოღვაწეობის განმავლობაში ნებისმიერ ნევროლოგს ასევე სხვა სპეციალობის ექიმს შეიძლება შეხვდეს.
წიგნი განკუთვნილია საგანმანათლებლო მოღვაწეობის მქონე პირებისთვის, ასევე სწავლის ეტაპზე მყოფი ახალგაზრდა მედიკოსებისთვის. E-Book-ში გაზიარებულია როგორც ავტორების კლინიკური გამოცდილება, ასევე არსებული ლიტერატურის ანალიზი. მასში წარმოდგენილი რესურსი წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით, ავტორების და პაციენტების თანხმობით. წიგნის შინაარსი არ განიხილება ერთადერთ და ამომწურავ კლინიკურ სახელმძღვანელოდ პაციენტების სამართავად, არამედ ის, თითეულ კლინიკურ შემთხვევასთან მიმართებაში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად სამართავად უნდა იყოს უკვე არსებული ლიტერატურიდან შეძენილი ინდივიდუალური ცოდნის გარკვეული ნაწილი. მოცემულ ელექტრონულ წიგნში ნაგულისხმევია ამ ტიპის შეზღუდვები. როგორც ავტორების, ისე მომხმარებლის მხარე იხსნის პასუხისმგებლობას წიგნის მკითხველის ქმედებაზე.

















