დამატებითი ინფორმაცია:
კრებული გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი FR-19-7478). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.
რედაქტორი: ელენე გავაშელიშვილი
გარეკანის და ილუსტრაციების დიზაინი: გიორგი შენგელია
სუროგაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი პრაქტიკაა, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულიდან ინტენსიური დისკუსიის საგნად იქცა როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ სივრცეში. საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი წყვილებისთვის. ეს მოცემულობა მას საერთაშორისო ყურადღების ობიექტად და რეპროდუქციული ტურიზმისთვის მომხიბვლელ ადგილად აქცევს.

















