ავტორეფერატების გაციფრება

ილიაუნის ბიბლიოთეკაში დაცულია 1960 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ბეჭდური ფორმატის  ავტორეფერატების 6892 ეგზეპლარი, რომელთაგან 1616 – ქართულ ენაზეა, 5265 – რუსულ ენაზე,  10 ცალი აზერბაჯანულ ენაზე და 1 ცალი ინგლისურ ენაზე.

მათი ძირითადი ნაწილი პედაგოგიური მიმართულებისაა, ნაწილი კი, სხვადსახვა სამეცნიერო სფეროს მოიცავს.

პროექტის მიზანი:

ავტორეფერატების გაციფრების საშუალებით ხელი შეეწყოს,

  • ციფრულ ფორმატში მათ დაცვა-შენახვას;
  • საქართველოს კანონის – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ გათვალისწინების საფუძველზე, სამეცნიერო და კვლევითი მიზნებით მათზე წვდომას.

პროქტის ფარგლებში:

6892 ერთეული ავტორეფერატებიდან წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით გასაციფრებლად შეირჩა ის ნაშრომები, რომლებიც შემდეგ კატეგორიაში მოიცავდა:

  • საქართველოში გამოცემული ავტორეფერატები;
  • საბჭოთა კავშირში გამოცემული ქართველი ავტორების ავტორეფერატები;
  • საქართველოს შესახებ გამოცემული ავტორეფერატები;
  • სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში დაცული ნაშრომები
ბანერები

Facebook