eprints

2013 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ერთობლივმა პროექტმა – eprints  ილიაუნის აკადემიური  ელ.საცავი.

რა არის – eprints? ეს გახლავთ  ინსტიტუციური ელექტრონული საცავი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შეიქმნას აკადემიური პორთფოლიო/პროფაილი, რაც გულისხმობს ავტორის მიერ უკვე გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებლად მომზადებულ სხვადასხვა სახის პუბლიკაციებისა და კვლევითი მასალების ერთ სივრცეში განთავსებას. ორგანიზებულ საცავში eprints.iliauni.edu.ge ავტორი თავად ათავსებს სამეცნიერო პუბლიკაციის მეტამონაცემებს/გამოცემის სრულ ტექსტს ან აბსტრაქტს, რომელიც რეპოზიტორში განთავსებისთანავე ხელმისაწვდომი ხდება მაძიებლისათვის. ელექტრონული კატალოგის მეშვეობით შესაძლებელია საცავში არსებულ ნებისმიერ მასალაზე იქონიოს დაინტერესებულმა პირმა წვდომა. დღეისათვის eprints-ში 140-ზე მეტი ავტორის მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის 1170 ერთეულია განთავსებული, რომელსაც ყოველდღიურად სულ უფრო მეტი რესურსი ემატება.

ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ eprints-ის საშუალებით ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი ერთადერთია საქართველოში, ვინც  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მსგავსი ტიპის აკადემიურ საცავს სთავაზობს. 

ბანერები

Facebook