ვებინარი – How to publish with oxford Journals?
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა ატარებს ვებინარს თემაზე – How to publish with oxford Journals?
შეხვედრა საინტერესო იქნება დოქტორანტებისთვის, მკვლევარებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის. ეს სესია დაგეხმარებათ განსაზღვროთ მზად ხართ თუ არა გამოაქვეყნოთ თქვენი ნამუშევარი და მონიშნოთ ის პუნქტები, რომლებიც გასათვალისწინებელია თქვენი კვლევისთვის სწორი ჟურნალის არჩევისას. სესიის დასასრულს დამსწრეებს შეეძლებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ გამოქვეყნების პროცესის შესახებ.
ვებინარის სამუშაო ენა არის ინგლისური და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/zD679