წვდომა ჟურნალზე Caucasus Survey
მოგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალზე – Caucasus Survey.
Caucasus Survey მულტიდისციპლინური ჟურნალია, რომელიც ეხმიანება კვლევებს თანამედროვე კავკასიაში – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციის რეგიონებში. ჟურნალი ასევე მოიცავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო სუბიექტებს.
Caucasus Survey მიზნად ისახავს, განავითაროს ტერიტორიული კვლევების ტრადიცია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში კავკასიის შესახებ და კავკასიის საკითხებში.
ჟურნალი აქვეყნებს ორიგინალურ კვლევით და მიმოხილვის სტატიებს, დისკუსიებს სტრატეგიულ საკითხებზე, ინტერვიუებს, ბიოგრაფიულ ჩანახატებს, მემუარებს, საარქივო დოკუმენტებს, კვლევით ჩანაწერებს, საველე სამუშაოს ნარატივებსა და წიგნების მიმოხილვას.
ჟურნალზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტის სივრციდან, ასევე მის მიღმა.
გთხოვთ, გახსნათ ბმული და ჩამონათვალში მოძებნოთ ჟურნალი.
დამატებით შეკითხვების შესახებ მოგვწერეთ: library@iliauni.edu.ge