წვდომა ენციკლოპედიაზე – Oxford Research Encyclopedias
2023 წლის 16 ოქტომბრიდან სამი თვის ვადით ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ენციკლოპედია – Oxford Research Encyclopedias.
Oxford Research Encyclopedias – აერთიანებს მეცნიერების სხვადასხვა დარგის 25-მდე ენციკლოპედიას, რომელსაც გამოსცემს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ის მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ლიტერატურა, ფიზიკა, ბიზნესი, ისტორია და სხვა. ენციკლოპედიაში მოცემული ინფორმაცია ექვემდებარება რეცენზირებას, შესაბამისად, ის არის სანდო და მისი გამოყენება შესაძლებელია კვლევით ნაშრომზე მუშაობის დროს.
ენციკლოპედიაზე წვდომისთვის მიჰყევით ბმულს:
- უნივერსიტეტიდან: https://oxfordre.com/
- უნივერსიტეტის მიღმა: https://shorturl.at/psGH5
პატივისცემით,
ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია