წიგნის ფესტივალი 2016
2016 წლის 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გამართულ თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ დამთვალიერებელს საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულების უახლესი სამეცნიერო და კვლევითი ლიტერატურა შესთავაზა.
გარდა ბეჭდური გამოცემებისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით ბიბლიოთეკამ საზოგადოებას გააცნო საკუთარი ელექტრონული რესურსები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ადგილზე ენახა და პრაქტიკაში გამოეცადა ელექტრონული ბაზების, კატალოგებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის მოხმარების ძირითადი ინსტრუმენტები, მოეძია მისთვის საინტერესო წიგნები და პერიოდული გამოცემები.
წიგნების შესახებ ინფორმაცია იხ. აქ: ფესტივალის წიგნები 2016