წიგნის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი
18 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცენტრო დარბაზში წიგნის საერთაშორისო ფესტივილი გაიხსნა, რომლის დაწყებაც წიგნის მოყვარულებს მწერლებმა და პოეტებმა მიულოცეს. წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 80-მდე მონაწილე, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, წიგნის მაღაზია “ლიგამუსი” და ბიბლიოთეკა.
18-დან 21 მაისის ჩათვლით ფესტივალს უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა. ლიტერატურის მოყვარულებს გამომცემლობებმა, წიგნის მაღაზიებმა, ბიბლიოთეკებმა, მუზეუმებმა, საელჩოებმა და საერთაშორიო ორგანიზაციებმა მრავლი საინტერესო ახალი გამოცემა შესთავაზეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილმა იშვიათმა წიგნებმა, უნიკალურმა გამოცემებმა, ენციკლოპედიებმა და ლექსიკონებმა თავიდანვე მიიქცია დამთვალიერებლის ყურადღება. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უახლესმა სამეცნიერო ლიტერატურამ, რომელიც არქეოლოგიას, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, თანამედროვე ბიბლიოთეკის საქმიანობასა და ინფორმაციულ წიგნიერებას ეხებოდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ, საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით, ფართო საზოგადოებას საკუთარი ელექტრონული რესურსებიც გააცნო. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდათ ადგილზე ენახათ და პრაქტიკაში გამოეცადათ ელექტრონული ბაზების, კატალოგებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის მოხმარების ძირითადი პრინციპები. ასევე, მოეძიებინათ მათთვის საინტერესო წიგნები და პერიოდული გამოცემები. ყოველივე ზემოთ ნანახიდან, დამთვალიერებლის უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები გახდებიან.