The New England Journal of Medicine

“The New England Journal of Medicine”  გამოიცემა მასაჩუსეტსის სამედიცინო საზოგადოების მიერ და მიჩნეულია ერთერთ წამყვან რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალად. მისი მიზანია მიაწოდოს სამედიცინო საზოგადოებას მაღალი ხარისხის ინფორმაცია, როგორც თეორიული ასევე კლინიკურ პრაქტიკაში, მაქსიმალურად გასაგებ ფორმატში. ჟურნალი აერთიანებს ნაშრომებს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია შინაგანი ორგანოების მედიცინაზე და მისი ქვესპეციალობების დარგებზე, მათ შორის არის – კარდიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია/ონკოლოგია, იმუნოლოგია/ალერგია, ინფექციური დაავადება, ნეფროლოგია, ნევროლოგია/ნეიროქირურგია, ფილტვების მკურნალობა და რევმატოლოგია.1996 წლიდან მოქმედებს ჟურნალის ვებ-გვერდი, ონლაინ ვერსია, რომელიც ყოველკვირეულად აქვეყნებდა აბსტრაქტებს კვლევით სტატიებზე, სრული მოცულობით სთავაზობდა მომხმარებელს დასაბეჭდ მასალებს, ქეისებს და რედაქტორისადმი მიძღვნილ წერილებს. ორი წლის შემდეგ კი ონლაინ ჟურნალი გაფართოვდა და ხელმისაწვდომი გახდა ყველა სტატია სრულად. დღეისათვის   “The New England Journal of Medicine”  დამატებით სთავაზობს თავის მომხმარებელს ვიდეოებს კლინიკურ მედიცინაზე, რეცენზირებულ საგანმანათლებლო ვიდეოებს, ინტერაქტიულ სამედიცინო შემთხვევებს და ცოდნის გასაღრმავებელ კითხვარებსა და ტესტებს. ამჟამად ჟურნალის ონლაინ ვერსია არქივის სახით მოიცავს ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ სრულ მასალას.

Facebook